შოუ-ბიზნესი: რენი ჰარლინი: მე გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებასცდილობს | საქართველოს ამბები | ||
შემქმნელი ფილმისა „აგვისტოს 5 დღე“, ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი რენი ჰარლინი ამაყობს იმით, რომ ქართულ-რუსული ომის ისტორია ფილმად სწორედ მან აქცია. ამის შესახებ ჰარლინმა გუშინ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. რეჟისორის თქმით, 2 წლის წინ, როდესაც იგი პირველად ჩავიდა თბილისში, ჯერ კიდევ არ იცოდა, როგორი სახის ისტორია უნდა აღეწერა. თუმცა, პრეზიდენტთან, პოლიტიკოსებთან, ლტოლვილებთან და ომის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრების შემდეგ იგი მიხვდა, რომ „პატივი ჰქონდა ფილმი გადაეღო ძალიან მნიშველოვანი მოვლენის შესახებ“. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე ჰარლინმა და საქართველოს პრეზიდენტის როლის შემსრულებელმა ენდი გარსიამ ხაზი გაუსვეს, რომ ფილმში საქართველო იმ ქვეყნების სახეს წარმოადგენს, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამ კონტექსტში მათ გაიხსენეს ლიბიისა და ეგვიპტის მოვლენები და აღნიშნეს, რომ ფილმი, თავისი არსით, პაციფისტურია. „მე გადავიღე ფილმი პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ცდილობს. მინდა ვთქვა, რომ წარმოშობით ფინელი ვარ - პატარა, 5 მილიონიანი ქვეყნიდან, რომელიც ასევე ესაზღვრება რუსეთს. ომი გადაიტანეს ჩემმა მშობლებმა და ბებიებმა და ბაბუებმა და ჩემი დედა, რომელიც ამჟამად 90 წლისაა, ამაყობს იმით, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები, მხარს გიჭერთ და გადავიღე ფილმი იმ პატარა ქვეყანაზე, რომელიც დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძვის“, - განაცხადა რენი ჰარლინმა, რომელმაც საქართველოს „თავისი მეორე სამშობლო“ უწოდა. თავის მხრივ, ენდი გარსიამ გაიხსენა მშობლიური კუბა და აღნიშნა, რომ მისი სამშობლო გამოწვევების წინაშე იმყოფება და პრობლემებს ებრძვის. „ის, რაც ამ ფილმშია ასახული, უნივერსალური ისტორიაა და ეს მრავალ ქვეყანას გადახდა. აღნიშნული ფილმი ომის წინააღმდეგაა. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტი და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს - მშვიდობა. ამ ფილმში გამოვხატე ჩემი, როგორც მსოფლიოს მოქალაქის, პოლიცია. ჩემი პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ქვეყანაში თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ენდი გარსიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა საპრემიერო ჩვენება ფილმისა „აგვისტოს 5 დღე“, რის შემდეგაც რუსთაველის სახელობის თეატრში ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2516.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ივნ. 2011, 10:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.