ეკონომიკა: Renault ევროპაში წარმოებას ამცირებს | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია Renault იძულებულია შეამციროს მაისში გამოშვებადი ავტომობილების რაოდენობა, რისი მიზეზიც დიზელის ძრავების უკმარისობაა. ეს გახდა ევროპულ ბაზარზე ფრანგული ავტომწარმოებლის გაყიდვების დაცემის მიზეზი 18.2 პროცენტით, 2010 წლის მაისთან შედარებით, იტყობინება სააგენტო Reuters კომპანიის ხელმძღვანელობაზე მინიშნებით. „როდესაც მცირე დიზელის ძრავების წარმოება იგეგმებოდა, არც კი გვივარაუდია, რომ მოთხოვნა ასეთი მაღალი იქნებოდა. ამჟამად ჩვენ ძრავების წარმოებას ვზრდით და ამ მომენტისთვის შეკვეთილი დიზელის Clio-ს მიღებას ოქტომბრის ბოლოს შევძლებთ“, - აციტირებს სააგენტო კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის ბერნარს კამბიერის სიტყვებს. წლის დასაწყისში კომპანია Renault 2011 წელს ევროპულ ბაზარზე გაყიდვების 10%-ით შემცირებას პროგნოზირებდა. თუმცა, „გაურკვეველი მიზეზებით“, 2011 წლის პირველ ხუთ თვეში ფრანგული ავტომანქანების გაყიდვები 4.4%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Renault თავისი გაყიდვების გაზრდას ძრავების წარმოების ზრდის ხარჯზე აპირებდა. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, 2011 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში კომპანია Renault-მა რუსეთში 45.5 ათასი ავტომანქანის რეალიზაცია მოახდინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80 პროცენტით მეტია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2513.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 ივნ. 2011, 10:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.