მეცნიერება-ტექნოლოგიები: Sony-ის სერვისებზე ჰაკერებმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ბოლო კვირების განმავლობაში Sony-ის პოპულარულ ონლაინ-სერვისებზე რიგი კიბერშეტევები განხორციელდა. ბოლო შეტევის პასუხისმგებლობა იკისრა ჯგუფმა სახელით Lulz Security. Sony-ს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, გადმოსცემს BBC. 27 აპრილს Sony-მ განაცხადა, რომ გლობალური სისტემა PlayStation-ის 77 მლნ მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შესაძლებელია მოტაცებული იყო. მასმედიის ცნობით, პერსონალურ მონაცემებს შორის მომხმარებელთა საკრედიტო ბარათების ნომრებიც იყო. ამის შემდეგ Sony Online Entertainment-მა, მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების მოსაზრებებით, დროებით დახურა სათამაშო ონლაინ-სერვისები. 5 მაისს კორპორაცია Sony-მ ჰაკერული დაჯგუფება Anonymous ინტერნეტ-ქსელში თამაშების სისტემა PlayStation Network-ის, ასევე კალიფორნიაში დარეგისტრირებული კომპანია Sony Online Entertainment - ის 100 მლნ მომხმარებლის მონაცემების ქურდობაში დაადანაშაულა. 15 მაისისთვის კომპანიამ PlayStation Network-ის შრომისუნარიანობის ნაწილობრივ აღდგენა შეძლო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2510.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ივნ. 2011, 20:17 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.