ეკონომიკა: გერმანიაში ქართული ღვინოებით რუსული კომპანია ვაჭრობს | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის შემდეგ ქართული ღვინოების ბრენდების დაცვის თვალსაზრისით პრობლემები გერმანიაშიც წარმოიშვა. აღმოჩნდა, რომ გერმანიის ტერიტორიაზე „წინანდალისა“ და „ქინძმარაულის“ გაყიდვის უფლება მხოლოდ რუსულ კომპანია „Moscow Wine and Spirits“-ს აქვს. რუსული კომპანია ამ უფლებით 2001 წლიდან სარგებლობს და ლიცენზიის ვადა წელს იწურება. როგორც „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი გვალაძე აცხადებს, ეს საკმაოდ უცნობი კომპანიაა, რომლის შესახებაც პრაქტიკულად არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა, მისივე თქმით, ქართულ მხარეს გერმანიაში თავისი პოზიციების დაცვის ყველა სამართლებრივი არგუმენტი აქვს. შეგახსენებთ, რომ „საქპატენტს“ ანალოგიური პრობლემა აშშ-ში წარმოეშვა, სადაც რიგი ქართული ღვინოების, მათ შორის „ხვანჭკარის“ რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება კომპანია "დოზორცევ ი სინოვია"-ს აქვს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2508.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ივნ. 2011, 20:14 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.