პოლიტიკა: შსს: პოლიცია არც ერთ სიკვდილში არაა დამნაშავე | საქართველოს ამბები | ||
შსს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის მტკიცებით, იმის გათვალისწინებით, რომ 26 მაისის ღამით საავადმყოფოებში ცოტა ხალხი აღმოჩნდა, და არც ერთი ადამიანის სიკვდილი პირდაპირ თუ ირიბად პოლიციის ქმედებათა შედეგი არ ყოფილა, შედეგად, აქციის დაშლის ოპერაცია სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. ამის შესახებ უტიაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დავით პაიჭაძის გადაცემა „დიალოგში“ განაცდადა. მისი თქმით, შსს კმაყოფილია ოპერაციის ხარისხითა და სამართალდამცავების პროფესიონალიზმით, თუმცა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი არ უარყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში შეცდომები იქნა დაშვებული. „ჩვენ ვიდეოკადრებს ვუყურებთ და თუ შევამჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, მაშინ შესაბამის პროცედურებს ჩავატარებთ“, - განაცხადა მან. რაც შეეხება ნიკა კვინტრაძეს, რომელიც აქციის დაშლიდან ორ დღეში გარდაცვლილი იპოვეს, უტიაშვილის მტკიცებით, კვინტრაძის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გაყალბებას მასმედიის მხრიდან. „ის ადამიანი, რომელიც ასფალტზე იწვა და თითქოს-და კვინტრაძეს წარმოადგენდა, სინამდვილეში არ აღმოჩნდა იგი... დაღუპული შეკრული არ უპოვიათ, ხოლო ოჯახის წევრების მიერ მორგიდან დაღუპულის წაყვანა შეკრული ხელებითა და ფეხებით წარმოებს“, - თქვა მან. უტიაშვილი ასევე დაკარგულ ადამიანებზე საუბრობდა და აღნიშნა, რომ არც ერთი დაკარგულის ოჯახს შსს-ში არ მოუმართავს. მისივე თქმით, სამინისტრომ გამოაქვეყნა სია, რომელშიც ყველა დაკავებული ადამიანია შეყვანილი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2507.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ივნ. 2011, 20:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.