ეს საინტერესოა: ისლანდიაში ჟესტების ენამ ოფიციალური ენის სტატუსი მიიღო | მსოფლიოს ამბები | ||
ისლანდიური პარლამენტის - ალტინგის - დეპუტატებმა ხმა მისცეს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ჟესტების ენას, რომელსაც ყრუ-მუნჯები იყენებენ, სახელმწიფო და ოფიციალური ენის სტატუსი მიენიჭა. როგორც Iceland Reviewიტყობინება, კენჭისყრა გასულ პარაკსევს, 27 მაისს შედგა. Icenews-ის მონაცემებით, პროექტი ერთხმად მოიწონეს. სხდომას, დეპუტატების გარდა, ესწრებოდნენ ისლანდიის ყრუთა ასოციაციის წევრები, რომლებიც ჟესტების ენის სტატუსის ამაღლებისთვის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ. ახალი კანონის შესაბამისად, ყრუებსა და ყრუ-მუნჯებს უფლება აქვთ, ჟესტების ენა მიუთითონ როგორც მათი პირველი ენა. პროექტის მიღებამდე, ქვეყანაში ოფიციალური და სახელმწიფო ენის სტატუსს მხოლოდ ისლანდიური ენა ფლობდა. ალტინგის გადაწყვეტილებაზე კომენტარის გაკეთებისას, ისლანდიის ყრუთა ასოციაციის მმართველმა დირექტორმა ტატი რეინსონმა აღნიშნა, რომ მანამდე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ჟესტების ენას ოფიციალური სტატუსი არ მიუღია. მიუხედავად ამისა, 2006 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება ყრუ-მუნჯთა ენის მიმართ ახალ ზელანდიაში მიიღეს. რიგ სხვა ქვეყნებში ჟესტების ენა საკანონმდებლო დონეზეა მიღებული და კონსტიტუციაშიც კი არის ნახსენები. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ან ოფიციალურ ენას იგი არ წარმოადგენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2504.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 ივნ. 2011, 11:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.