საზოგადოება: საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართველებს ურთიერთმიტევებისკენ მოუწოდებს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართველებს ურთიერთმიტევებისკენ მოუწოდებს. ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, ქართული ეკლესიის მეთაურმა დღეს, 2 ივნისს, ამაღლების სახელობის საბურთალოს ტაძარში ლიტურგია გამართა. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სიხარული სიყვარულიდან გამომდინარეობს და თუ ადამიანს ეს გრძნობა არა აქვს, მას არც სიხარული აქვს, ხოლო ბოროტებას მხოლოდ სიყვარული კურნავს. ილია მეორემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშ იმყოფება და ვერანაირი შიდა თუ გარე მტერი მას ზიანს ვერ მიუყენებს. „იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ძალიან მალე დაწყნარდება და თავის კალაპოტში ჩადგება. ქართველები აპატიებენ ერთმანეთს. ჩვენ სწრაფად ვბრაზდებით, მაგრამ ქართველი ადამიანი სწრაფად ივიწყებს მისთვის მიყენებულ წყენას. ამით ქართველი ადამიანი უფალთან ნათესაობაში იმყოფება“, - აღნიშნა ილია მეორემ. მან ქადაგება ურთიერთსიყვარულის მოწოდებით დაასრულა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2498.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ივნ. 2011, 19:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.