aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა Gmail-ის ასობით ექაუნთის გატეხის შესახებ განაცხადა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
ჩინელმა ჰაკერებმა საფოსტო სერვის Gmail-ის ასობით ექაუნთთან უკანონო წვდომის მოპოვება შეძლეს, განაცხადა ოთხშაბათს, 1 ივნისს, კომპანია Google-მა, იტყობინება Agence France-Presse.



როგორც Google-ის წარმომადგენლები ვარაუდობენ, საფოსტო ექაუნთებთან წვდომისათვის პაროლების მისაღებად, ბოროტგამზრახველებმა ე. წ. ფიშინგი (ინფორმაციის მოპარვა ყალბი საიტების შექმნის გზით) გამოიყენეს. კიბერშეტევების მიზანი, რომელიც ჩინური ქალაქიდან ცზინანიდან წარმოებიდა, გახლდათ წვდომის მიღება მიმოწერასთან და წერილების შემდგომი წაკითხვა, მიაჩნიათ Google-ში. ექაუნთთან წვდომის მიღებისთანავე, ჰაკერები შეტყობინებათა გადაგზავნისა და სიების მიხედვით დაგზავნების პარამემტრებს ცვლიდნენ.


Google-ის წარმომადგენლებმა არ დააზუსტეს, რამდენ ხანს გრძელდებოდა ჰაკერთა თავდასხმა და კერძოდ როდის შეძლეს Gmail-ის ფოსტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის აღმოჩენა.


როგორც კომპანია Google-მა განაცხადა, ჰაკერთა მოქმედებებით დაზარალებულთა რიცხვშია მაღალი თანამდებობის სახელმწიფო მსახურები, სამხედრო პირები, ჟურნალისტები, ასევე ჩინელი სამართალდამცავები და აზიის ქვეყნების და, უპირველესად, სამხრეთ კორეის სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე განაცხადა, რომ მასთან არსებული მონაცემებით, თეთრი სახლის თანამშრომელთა ექაუნთები არ გატეხილა.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Google-ის კომპიუტერული სისტემები ჩინელი ჰაკერების მხრიდან თავდასხმების შესახებ აცხადებენ. 2010 წლის იანვარში კომპანიამ ჩინელი ჰაკერები ჩინელი სამართალდამცავებისა და ჟურნალისტების საფოსტო ექაუნთების გატეხის მცდელობებში დაადანაშაულა. შედეგად Google-ს კინაღამ ჩამოართვეს ჩინურ ბაზარზე მუშაობის ლიცენზია. 2011 წლის მარტში Google-მა ჩინეთის ხელისუფლებები საფოსტო სერვის Gmail-ის დაბლოკვაში დაადანაშაულა. ჩინეთმა Gmail-ის დაბლოკვის ბრალდება კატეგორიულად უარყო.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2496.html
განათავსა - Drakula | 02 ივნ. 2011, 09:34 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-მა Gmail-ის ასობით ექაუნთის გატეხის შესახებ განაცხადა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian