მეცნიერება-ტექნოლოგიები: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში ბავშვებს შესაძლოა მობილური ტელეფონებით სარგებლობა აუკრძალონ | მსოფლიოს ამბები | ||
ჯანდაცვის სამინისტრო სერიოზულად განიხილავს საკითხს, რომელიც 14 წლამდე ებრაელ ბავშვებს აუკრძალავს მობილური ტელეფონებით სარგებლობას იმდენ ხანს, რამდენიც მათ სურთ. ეს გახდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადების შედეგი, რომელიც მივიდა დასკვნამდე, რომ მობილური ტელეფონების გამოყენება თავის ტვინის სიმსინვით დაავადების რისკს ზრდის. ექსპერტთა მოხსენება სამშაბათს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, სიმსივნის დაავადებათა შესწავლის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა მოსმენების შემდეგ, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. კომისიის წევრებმა გააანალიზეს კავშირი სიმსივნის დაავადებებსა და ელექტრომაგნიტური გამოსხივების ტიპს შორის, რომელსაც მობილური ტელეფონები, მიკროტალღურიღუმელები და რადარები ასხივებენ. გამოკვლევების მსვლელობაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მობილური ტელეფონების გამოყენების ეფექტი თავის ტვინის სიმსივნის ორი ტიპის წარმოქმნაზე აისახება, რაც საშუალებას იძლევა, გაკეთდეს დასკვნები ტელეფონის გავლენის შესახებ სიმსივნის სხვა სახეობების განვითარებაზეც. ექსპერიმენტთა შესწავლის შედეგებით, კომისიამ მობილური ტელეფონები 2Bკლასს მიაკუთვნა, რაც ნიშნავს, რომ მობილური მოწყობილობები შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს სიმსივნით დაავადების თვალსაზრისით. ამავე ჯგუფში შესულია DDTჯგუფის პესტიციდები და ავტომობილის ძრავიდან გამომავალი აირი. მოცემული დასკვნები მკვეთრად ეწინააღმდეგება შარშანდელ შედეგებს, რომლებმაც მობილური ტელეფონების გამოყენებასა და თავის ტვინის სიმსივნის წარმოშობას შორის ზუსტი კავშირი არ აჩვენა. გამოკითხვის თანახმად, შარშან მთელ მსოფლიოში მობილური აბონენტების რიცხვმა 5 მილიარდს მიაღწია, რაც დედამიწის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2495.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 ივნ. 2011, 09:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.