საზოგადოება: რუსმა სამხედრო პირებმა საჩხერის რაიონის ექვსი მაცხოვრებელი გაიტაცეს | საქართველოს ამბები | ||
რუსმა სამხედრო პირებმა საჩხერის რაიონის ექვსი მაცხოვრებელი მოიტაცეს. როგორც „IPN“-ს ერთ-ერთი მოტაცებულის ოჯახის წარმომადგენელმა თეა ქიმაძემ განუცხადა, მისი ნათესავები და თანასოფლელები ტყვეობაში უკვე მეოთხე დღეა იმყოფებიან. დაკავებულთა რიცხვშია: მამა და შვილი ტარიელ და ავთო ქიმაძეები, კობა, როინ და მალხაზ მაყასარაშვილები, ასევე მურმან ჩოჩორაძე. თეა ქიმაძის თქმით, 9 დღის წინ აღნიშნული ექვსი მამაკაცი ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა. თუმცა, ზნაურის რაიონში ისინი რუსმა სამხედროებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფებიან. როგორც ქიმაძემ განაცხადა, მან და სხვა დაკავებულთა ოჯახების წევრებმა მათი ნათესავების გატაცების ფაქტის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიასა და წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეატყობინეს, და მათგან მიიღეს დაპირება, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად ყველა ღონეს იხმარენ, თუმცა არანაირი შედეგი ჯერ არ ყოფილა. ამასთან ერთად, მისი თქმით, მას დღეს საჩხერის რაიონის პოლიციაში შეატყობინეს, რომ დაკავებულთა გასათავისუფლებლად აქტიური სამუშაო წარმოებს და რომ ისინი, ალბათ, ხვალ უკვე სახლში იქნებიან. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2489.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივნ. 2011, 14:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.