კრიმინალი: ბინ ლადენი ტერორისტთა გაერთიანებას გეგმავდა | მსოფლიოს ამბები | ||
სიცოცხლის ბოლო კვირების განმავლობაში ოსამა ბინ ლადენი ავღანეთსა და პაკისტანში მებრძოლთა დაქსაქსული დაჯგუფებების გაერთიანების დაგეგმვით იყო დაკავებული. ამის შესახებ დასავლურ სპეცსამსახურებში, გაეროში, ავღანეთსა და პაკისტანში არსებულ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს The Guardian. გაზეთის ინფორმაციით, „ალ-ქაიდას“ რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია და 100-მდე მებრძოლს ითვლიდა, თუმცა ბინ ლადენი, რომელსაც ტერორისტულ სამყაროში კარგი კავშირები ჰქონდა, თავისი ორგანიზაციის ეგიდის ქვეშ ყველა მრავალრიცხოვანი ადგილობრივი ისლამისტის შეკრებას გეგმავდა. ინფორმაცია ბინ ლადენის გეგმებზე ცნობილი გახდა ინფორმაციის მქონე კომპიუტერების ანალიზის შემდეგ, რომლებიც „ნომერ პირველი ტერორისტის“ განადგურების შემდეგ მის სახლში აღმოაჩინეს. დაქსაქსული დაჯგუფებების გაერთიანების იდეის გარდა დადასტურდა ბინ ლადენის ინტერესი მომავალი ტერაქტებისადმი თვითმფრინავებსა და მატარებლებში, ასევე ნავთობისა და აირის ტანკერებზე. იტყობინებიან, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი არაბულ ენაზეა დაწერილი და სრულ თარგმანს გარკვეული დრო დასჭირდება. ამასთან, სპეცსამსახურები იმედოვნებენ, რომ კომპიუტერებზე აღმოჩნდება მონაცემები, რომლებიც მათ უკვე დაგეგმილი, მაგრამ ჯერ განუხორციელებელი ტერაქტების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულ იქნა 2011 წლის 2 მაისის ღამით ამერიკული სპეცნაზის ოპერაციის შედეგად ბინ ლადენის სახლში, რომელიც პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში მდებარეობს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2485.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივნ. 2011, 11:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.