მეცნიერება-ტექნოლოგიები: Intel-მა პერსონალური კომპიუტერების ახალი კატეგორია გახსნა - „ულტრაბუქები“ | მსოფლიოს ამბები | ||
კორპორაცია Intel-მა პერსონალური კომპიუტერების ახალი კატეგორია გახსნა - „ულტრაბუქები“. ამის შესახებ ტაიბეიში გამოფენა Computex-ზე შესავალი მოხსენების ფარგლებში Intel-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა შონ მალონიმ განაცხადა. ულტრაბუქებს უწოდებენ ნოუთბუქებს, რომელთა სისქე არ გადააჭარბებს 0.8 დიუმს (20 მმ). ისინი უნდა იყოს უფრო მსუბუქი და, იდეაში, თანამედროვე ნოუთბუქებთან შედარებით უფრო მოხერხებული. ულტრაბუქი, ფაქტობრივად, ახალი თაობის ნოუთბუქია კომპტაქტური და მსუბუქი შესრულებით (მწარმოებლურობის დაკარგვის გარეშე). იდეის რეალიზაციას Intel სამ ეტაპად აპირებს. ულტრაბუქების პირველი ტალღის გამოშვება დაგეგმილია მიმდინარე თაობის Intel Core პროცესორების გამოყენებით (Sandy Bridge). მეორე ეტაპია 2012 წლის პირველ ნახევარში ბაზარზე შემდეგი თაობის მობილური პროცესორების - Ivy Bridge-ის მქონე პირველი ნოუთბუქების გატანა (3D-ტრანზისტორებით). მესამე ეტაპია 2013 წელს თაობათა კიდევ ერთი შეცვლა, Haswell-ის არქიტექტურაზე გადასვლა. ნავარაუდევია, რომ Haswell-ის პროცესორები შემოგვთავაზებენ საშუალო მნიშვნელობა TDP-ს (მაქსიმალური ენერგომოხმარება), რომელიც ორჯერ ნაკლებია Intel-ის პროცესორებთან შედარებით მიმდინარე თაობის ნოუთბუქებისათვის. საინტერესოა, რომ სიტყვა „ულტრაბუქი“ Intel-ის მასალებში ფიგურირებს როგორც სავაჭრო ნიშანი (Ultrabook). წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2484.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივნ. 2011, 11:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.