საზოგადოება: საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო „თავისუფლების ქარტია“ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პარლამენტმა გუშინ, 31 მაისს, ერთხმად მიიღო „თავისუფლების ქარტია“, იტყობინება “GHN“. დოკუმენტის მიღებას 81 დეპუტატმა მისცა ხმა. არც ერთმა დეპუტატმა მისცა ხმა „წინააღმდეგ“. ქარტიის ავტორია ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარე გია თორთლაძე. მისი თქმით, „თავისუფლების ქარტიის“ მიღება ქვეყნის გარე საფრთხეებს შეამცირებს. შეგახსენებთ, რომ ქარტიაში გაერთიანებულია კანონპროექტები „ლუსტრაციის შესახებ“ და „პატრიოტული აქტი“. როგორც პროექტში აღნიშნულია, ქარტია მიზნად ისახავს ქვეყნის უსაფრთხოების საფუძვლებზე ხელყოფის, სახელმწიფოს წინააღდეგ ტერორიზმისა და დანაშაულების აღმოფხვრას. ქარტია ითვალისწინებს თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლებისათვის, ასევე კომპარტიისა და კომსომოლის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის, და ეს პიროვნებები სამთავრობო ორგანოებში ვერ იმუშავებენ. „პატრიოტული აქტი“ ითვალისწინებს სტრატეგიული შენობებისა და ნაგებობების დაცვას, საზღვრებზე, საქართველოში შემოსულ ტვირთებზე და მსხვილ ფინანსურ გადარიცხვებზე დაკვირვებას. დაგეგმილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ბაზაში შესული იქნება ყველა სტრატეგიული ობიექტი: აეროპორტები, ნავსადგურები, მეტრო, ხიდები, ადამიანთა თავმოყრის ადგილები. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2483.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივნ. 2011, 11:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.