პოლიტიკა: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მედვედევსა და სააკაშვილს შეხვდება | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ამ კვირაში რომში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი რომში გაემგზავრნენ, რათა ხუთშაბათს სათავეში ჩაუდგნენ ამერიკულ დელეგაციას ერთიანი იტალიური სახელმწიფოს წარმოქმნის 150-ე იუბილეს აღნიშვნაზე“, - ნათქვამია თეთრი სახლის შეტყობინებაში. ვიზიტის ფარგლებში ბაიდენი შეხვდება იტალიის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს და პრემიერს სილვიო ბერლუსკონის, რომლებთანაც ორმხრივი და მსოფლიო პრობლემების ფართო სპექტრს განიხილავს. „ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი და პრემიერ-მინისტრი ბერლუსკონი ასევე მონაწილეობას მიიღებენ სამმხრივ სამუშაო სადილში რუსეთის პრეზიდენტთან. ამას გარდა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ბოლო დღეებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი როგორც მოსკოვის, ისე თბილისის მისამართით კრიტიკული განცხადებებით გამოდიოდა. სამშაბათს ამერიკულმა საგარეო-პოლიტიკურმა უწყებამ სამი დღის განმავლობაში მეორეჯერ აღნიშნა თავისი ეჭვები რუსეთში დემოკრატიის მდგომარეობის მიმართ, წინა კვირაში კი ვაშინგტონმა საქართველოსგან 26 მაისის ოპოზიციის მიტინგზე ადამიანების დაღუპვის გამოძიება მოითხოვა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2482.html
| |||
განათავსა - Drakula | 01 ივნ. 2011, 11:11 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.