კულტურა: საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ძველი ქალაქი აღმოაჩინეს | საქართველოს ამბები | ||
საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში, არქეოლოგებმა VII-VIII საუკუნის ძველი დასახლება აღმოაჩინეს. დასახლება 12 ჰექტარზეა განლაგებული, იტყობინება “GHN“. ზედაპირული დათვალიერებისას გაირკვა, რომ თავის დროს ქალაქი დიდი ციხესიმაგრის გალავნით იყო გარშემორტყმული, თავად ქალაქში კი სახლებთან ერთად სამლოცველოები იყო მოწყობილი. „მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, დედოფლისწყაროს რაიონში, აღმოჩენილია დასახლება. შენარჩუნდა კოშკები, დანგრეული ეკლესია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კერამიკის ფრაგმენტების თანახმად, დასახლება VII-VIII საუკუნით თარიღდება. ქალაქი დაახლოებით 12 ჰექტარზეა განლაგებული და ეს ძალიან დიდი დასახლებაა. ქალაქი-ციხესიმაგრე მთაზეა განლაგებული, მთის იქით კი უკვე აზერბაიჯანია“, - თქვა არქეოლოგმა კოტე ფიცხელაურმა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად დაფინანსების არარსებობის გამო გათხრები არ წარმოებს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2473.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მაისი 2011, 13:12 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.