პოლიტიკა: წიკლაურმა ახსნა, რატომ არ აპატიმრებენ ბურჯანაძეს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ვფიქრობ, ბურჯანაძის წინააღმდეგ საკმარისი მასალაა წარმოდგენილი. ის, რომ გარკვეული სცენარის მიხედვით მოვლენების განვითარების შემთხვევაში კოჯრის ბატალიონის წინააღმდეგ მთავარი სადაზვერვო სამსახურის სპეცნაზი უნდა გამოსულიყო, სავსებით განსაზღრავს ამ ადამიანების პოლიტიკურ და ადამიანობრივ არსს. რაც შეეხება სამართლებრივ დევნას, ამისთვის საჭიროა ყველა საფუძველი, რომლებსაც იურიდიული მხარე მოითხოვს. საჭიროა გაიყოს პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ამ მასალებიდან გამომდინარე ყველაფერია გასაგები, თუმცა ჩვენ არ გვსურს, ვინმემ მიიჩნიოს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ოპონენტთა დაპატიმრებისთვის ვიყენებთ და, ამგვარად, ოდიოზური პოლიტიკური ფიგურების იზოლაციას ვახორციელებთ“, - განაცხადა წიკლაურმა. მისივე თქმით, „გარკვეულ შემთხვევებში, სადაც სამართლებრივი დევნის მოტივაცია არსებობს, მაგალითად, გია უჩავას, ბადრი ბიწაძისა და ივა ჩიკვინაძის შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია“. ამასთან ერთად, წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „დაგეგმილი პროვოკაციის მასშტაბიდან გამომდინარე, დაპატიმრებების პროცესი გაგრძელდება“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2472.html
| |||
განათავსა - Drakula | 31 მაისი 2011, 13:11 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.