aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Samsung-სა და Apple-ს შორის ომი ჩაღდება მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
კომპანია Samsung-ის იურისტებმა კომპანია Apple-სგან სასამართლო წესით მოითხოვეს მათთვის სმარტფონის iPhone-ისა და პლანშეტის iPad-ის შემდეგი მოდელების დემონსტრაცია, იტყობინება ბლოგი This is my next.



Samsung-ის სახელით შესაბამისი განაცხადი სან-ხოსეს (კალიფორნიის შტატი) საოლქო სასამართლოში პარასკევს, 27 მაისს იქნა მიწოდებული. მასში სამხრეთკორეული კომპანია მოითხოვს მისთვის 13 ივნისამდე ვადით იმ მოწყობილობებისა და მათი შეფუთვების გადაცემას, რომლებიც ცნობილია სახელებით „iPhone 5“ ან „iPhone 45“ და „iPad3” ან “მესამე თაობის iPad“.


Samsung უნდა გაეცნოს ახალი iPhone-ბისა და iPad-ების ნიმუშებს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, რომ მისი მოწყობილობები არ აკოპირებს ამა თუ იმ სახით Apple-ის მოწყობილობებს, ნათქვამია განაცხადში.


მანამდე Samsung-ის მოწყობილობების მიმართ ანალოგიური მოთხოვნით სასამართლოს მიმართა Apple-მა. სტივ ჯობსის კომპანიამ მოითხოვა მისთვის სპარტფონების Galaxy S II-ის, Infuse 4G-ისადაDroid Charge-ის, ასევე პლანშეტების Galaxy Tab 8.9-ისადაGalaxy Tab 10.1-ის გაცნობა. წინა კვირაში სასამართლომ დააკმაყოფილა Apple-ის მოთხოვნა და დააწესა, რომ Samsung-მა უნდა გადასცეს Apple-ს მოწყობილობები 30 დღის განმავლობაში.


ორივე შემთხვევაში ნავარაუდევია, რომ მოწყობილობებს მხოლოდ კომპანიების იურისტები ნახავენ. შემმუშავებლებსა და ინჟინრებს მათ არ აჩვენებენ.


2011 წლის 15 აპრილს Apple-მა კომპანია Samsung-ს სასამართლოში უჩივლა და განაცხადა, რომ პლანშეტები და სმარტფონები Galaxy iPhone-ბსა და iPad-ებს აკოპირებს. ერთ კვირაში Samsung-მა Apple-ს შემხვედრი სარჩელი შეუტანა, რომელშიც კომპანია თავისი პატენტების დარღვევაში დაადანაშაულა.


iPhone 5 და iPhone 4S  ახალი სმარტფონის მოსალოდნელი სახელებია, რომელიც Apple-მა 2011 წელს უნდა წარადგინოს. გარკვეული მონაცემებით, მოწყობილობა ივნისში WWDC-ის კონფერენციაზე იქნება ნაჩვენები, სხვა მონაცემებით კი, მისი რელიზი შემოდგომაზეა დაგეგმილი. ახალ პლანშეტებს კომპანია, ტრადიციის მიხედვით, გაზაფხულობით აჩვენებს. Samsung-ის მოწყობილობებისაგან განსხვავებით, Apple-ის არც პლანშეტი, არც სმარტფონი ოფიციალურად ანონსირებული არ ყოფილა.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2469.html
განათავსა - Drakula | 31 მაისი 2011, 08:36 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Samsung-სა და Apple-ს შორის ომი ჩაღდება" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian