პოლიტიკა: მატიას ჰუტერი:სავარაუდოდ, აქციის ორგანიზატორებს, დარბევა გათვალისწიენებული ჰქონდათ | საქართველოს ამბები | ||
2009 წლიდან საქართველოში მომუშავე მათიას ჰუტერი, თბილისის ბიუროს Transparency International–ის ანალიტიკოსი, ავსტრალიურ Der Standard–თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოში არსებული სიტუციაზე საკუთარ შეხედულებებს ავითარებს. ექსპერტის თქმით, თავიდანვე ნათელი იყო,რომ სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო აღლუმის ჩატარების წინა ღამით, პარლამენტთან არსებულ მოედანს დაიცავდნენ. "აქციის ორგანიზატორები დამნაშავები არიან ესკალაციაში – სავარუდოდო, მათ ეს გათვლილი ჰქონდათ." უპირველეს ყოვლისა, ექსპერტი პასუხისმგებლობას პარლამენტის ექს–სპიკერს ნინო ბურჯანაძეს აკისრებს. იგი აღნიშნავს, რომ ბურჯანაძე ხალხში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, გამოკითხვის თანახმად, მას მოსახლეობის 1%–ზე ნაკლები უჭერს მხარს. "საქართველოს მოსახლეობა მას მისი წარსულისა და აგრესიული რიტორიკის გამო არ ენდობა." "საპროტესტო აქციის მხარდაჭერა კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას სურდა, რომლის სათავეშო კორუფციაში ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქროაშვილი იყო. ექს–მინისტრი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, თბილისში ჩამოსვლასაც აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა, როდესაც შეაფასა ის რისკი, რომელიც მის შესაძლო დაკავებას უკავშირდებოდა. რვა ოპოზიციური პარტია, ამ დროისათვის, ხელისუფლებასთან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს და ყველა მათგანი თავს იკავებდა აქციებისგან. ეს პარტიები ამ დროისათვის, ქვეყანაში ნამდვილ დემოკარტიულ ოპოზიციას წარმოადგენს." – განაცხადა ჰუტერმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2466.html
| |||
განათავსა - consul | 30 მაისი 2011, 20:56 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.