ეკონომიკა: გვასალია: საქართველოს საბანკო სექტორი უკრაინის სექტორზე უფრო განვითარებულია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ბანკების ასოციაციის უფროსი პირველია, ვინც კატეგორიულად არ ეთანხმება „პრივატბანკი - საქართველოს“ დირექტორთა საბჭოს განცხადებას. ბოგდან ლესიუკმა „კომერსანტ.გე“-ს განუცხადა, რომ უკრაინული საბანკო სექტორი უფრო განვითარებულია, ვიდრე ქართული. „ქართული საბანკო სექტორის კაპიტალიზაცია 9 მილიარდს შეადგენს, უკრაინაში - 250 მილიარდს. ცხადია, უკრაინა ტერიტორიულად საქართველოზე უფრო დიდია და მოსახლეობაც მეტი ჰყავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში განსხვავება საგრძნობია“, - განაცხადა ლესიუკმა. მისი თქმით, ამას ისიც ემატება, რომ ქართული მომხმარებელი საბანკო პროდუქტების სრულფასოვანი გამოყენებისკენ მზად არ არის. ამ განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ გვასალიამ თქვა, რომ არავისთვისაა საიდუმლო, რომ ქართული საბანკო სექტორი უკრაინულ სექტორზე უფრო განვითარებულია. „ეს არა მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა. ეს თავად უკრაინელთა მოსაზრებაცაა“, - განუცხადა რადიო „კომერსანტს“ გვასალიამ. მისი თქმით, ქართული ბანკები პრაქტიკულად ყველა პროდუქტს იყენებენ, რომლებითაც მსოფლიო ბანკები ოპერირებენ და ყოველდღიურად აუმჯობესენ თავიანთ სერვისს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2465.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მაისი 2011, 15:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.