ეკონომიკა: საქართველოში დემპინგი ოფიციალურად იქნება ნებადართული | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საგადასახადო კოდექსში კომპლექსური შესწორებები შეაქვთ. როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განაცხადა, პარლამენტში უკვე შეტანილია შესწორებათა პაკეტი, რომლებითაც ბიზნესს დამატებით შეღავათებს უწესებენ. ხუროშვილის თქმით, ძალაში ამ ნორმების შესვლასთან ერთად, საგადასახადო სამსახური ეჭვით აღარ შეხედავს კომპანიების მიერ საქონლის იმ ფასად გაყიდვას, რომელიც თვითღირებულებაზე ნაკლებია. კერძო სექტორს ამის უფლება კანონის ძალით ექნება. „ხანდახან ისე ხდება, რომ საქონლის გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად არის საჭირო. მაგრამ როდესაც კომპანიაში შედის აუდიტორი და ხედავს, რომ საქონელი თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდება, ბუნებრივია, ეს ეჭვებს ჰბადებს. ჩვენ მეწარმეთა არგუმენტებს მოვუსმინეთ. ხანდახან მათ უწევთ ფასების შემცირება და ამას მყიდველი ელოდება. ამიერიდან საგადასახადო კოდექსში გაკეთდება ჩანაწერი საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვის შესაძლებლობის შესახებ“, - განაცხადა ხუროშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2464.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მაისი 2011, 15:52 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.