ეს საინტერესოა: ვიეტნამის პოლიციაში წიგნები და მზის სათვალეები აკრძალეს | მსოფლიოს ამბები | ||
ვიეტნამის სახალხო პოლიციის თანამშრომლებს ამიერიდან მზის სათვალის ტარება ეკრძალებათ. როგორც 29 მაისს Agence France-Presse-მა თქვა, შესაბამისი განკარგულება ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო. მუქი სათვალის ტარების გარდა, ვიეტნამელ პოლიციელებს ახლა უკვე ეკრძალებათ ერთმანეთს შორის განყენებულ თემებზე საუბარი, მოწევა, ასევე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს ჯიბეეში ხელების ჩაყოფა. პოლიციელებს ასევე ეკრძალებათ მუშაობისას წიგნების კითხვა და იმ სატელეფონო ზარებზე პასუხი, რომლებიც სამუშაოსთან დაკავშირებული არ არის. მეტიც, პოლიციის თანამაშრომლებმა მუშაობისას „შესაბამისი მანერები“ უნდა დაიცვან. მაგალითად, საგზაო პოლიციელები არ უნდა იმალებოდნენ ხეებს უკან და არ უნდა ჩაუსაფრდნენ დაუდევარ ავტომოყვარეულებს, ნათქვამია საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს განკარგულებაში. მოხელეებს მიაჩნიათ, რომ ახალშემოღებები დაეხმარება პოლიციელებს, მოიშორონ არაკომპეტენტურ თანამაშრომლებთან კორუმპირებული სტრუქტურის ნეგატიური სახე. როგორც AFPგვახსენებს, 2010 წელს საერთაშორისო სამართალდამცავმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ვიეტნამელი პოლიციელების მიერ ძალადობის გამოყენებით 19 შემთხვევა იყო აღწერილი. შედეგად, როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, 15 ადამიანი დაიღუპა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2460.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მაისი 2011, 11:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.