ეკონომიკა: საქართველო გახდება მონაწილე საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტისა „ვიკინგი“ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
უახლოეს მომავალში საქართველო გახდება ოფიციალური მონაწილე საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტისა „ვიკინგი“. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან ელიგიუს მასიულისთან შეხვედრის დასრულებისთანავე. „ვიკინგი“ საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტია. იგი აკავშირებს ბალტიისა და შავი ზღვის საკონტეინერო სისტემებს. ამ პროექტში საქართველოს ჩართვა მნიშნელოვნად გაზრდის როგორც ტვირთბრუნვას საქართველოს პორტებში, ისე სარკინიგზო გადაზიდვებს. ვერა ქობალია ლიტველ კოლეგას საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის ფარგლებში შეხვდა, სადაც ასევე განხილული იყო ევროპა-აზიის სატრანსპორტო სისტემების განვითარების საკითხები და ამ პროცესში საქართველოს დიდი ჩართულობა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2456.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 მაისი 2011, 11:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.