პოლიტიკა: მუბარაქი მრავალმილიონიან ჯარიმას გადაიხდის | მსოფლიოს ამბები | ||
ეგვიპტის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი და რიგი ყოფილი მაღალი თანამდებობის მოხელეები 540 მილიონი ეგვიპტური ფუნტით (90.64 მილიონი დოლარი) დააჯარიმა. მუბარაქსა და მისი გარემოცვის წევრებს ჯარიმის გადახდა 2011 წლის იანვარში სახალხო მღელვარების დროს ეგვიპტეში ფიჭური კავშირისა და ინტერნეტის გათიშვისთვის დააკისრეს, იტყობინება Reuters. თავად მუბარაქი 200 მილიონი ფუნტით დააჯარიმეს. ეგვიპტის ყოფილ პრემიერს აჰმედ ნასიფს 40 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. ყველაზე მსხვილი ჯარიმის - 300 მილიონი დოლარის - გადახდა ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ ხელმძღვანელს ჰაბიბუ ალ-ადლის მოუწევს. სამივე მათგანი ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისთვის დააჯარიმეს. ეგვიპტეში კავშირგაბმულობის გათიშვის საქმესთან დაკავშირებული სასამართლო მუბარაქის წინააღმდეგ სარჩლების სიაში პირველი გახდა. მას რიგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში სდებენ ბრალს, კერძოდ 2011 წლის იანვარში დემონსტრანტთა მკვლელობების ორგანიზაციაში. თუ მუბარაქს დამნაშავედ აღიარებენ, მას სიკვდილით დასჯა ემუქრება. თავად მუბარაქი ამჟამად საავადმყოფოში შარმ-ელ-შეიხში იმყოფება, სადაც ეგვიპტის ყოფილი მმართველი დაკავების შემდეგ მოხვდა. ჰოსნი მუბარაქმა ეგვიპტის პრეზიდენტის თანამდებობა 2011 წლის 11 თებერვალს დატოვა, ქუჩის არეულობების ორნახევარ კვირაში. საპროტესტო აქციები კოორდინირდებოდა როგორც მობილური ტელეფონების საშუალებით, ისე სოციალურ ქსელებში. არეულობების მსვლელობაში ეგვიპტის ხელისუფლებები ცდილობდნენ, ოპოზიციისთვის მოწესრიგებულად მოქმედების შესაძლებლობა ჩამოერთმიათ და თიშავდნენ როგორც ინტერნეტს, ისე ფიჭურ კავშირს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2454.html
| |||
განათავსა - Drakula | 29 მაისი 2011, 09:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.