შოუ-ბიზნესი: ცნობილი ბრიტანელი მომღერალი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს | მსოფლიოს ამბები | ||
ხუთი „გრემის“ მფლობელი ბრიტანელი მომღერალი ემი უაინჰაუსი სარეაბილიტაციო კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ იტყობინება Reuters. როგორც პარასკევს, 27 მაისს, უაინჰაუსის პრეს-მდივანმა თქვა, მომღერალი ოთხშაბათიდან ლონდონში, Priory Clinic-ში იმყოფება. პრეს-მდივნის თქმით, სარეაბილიტაციო კლინიკაში უაინჰაუსის მიმართვის მიზეზი გახდა „მომღერლის სურვილი, მოემზადოს ევროპის ზაფხულის საგასტროლო ტურისთვის“. პრეს-მდივანს გაუჭირდა იმის თქმა, თუ როდის დატოვებს მომღერალი კლინიკას და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ექიმთა რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ჟურნალი People, მომღერლის გარემოცვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ უაინჰაუსის ჰოსპიტალიზაცია დაჟინებით მოითხოვა მამამისმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მისი შვილი ზედმეტად სვამს ალკოჰოლს. ემი უაინჰაუსის ოფიციალურ საიტზე კონცერტის უახლოეს თარიღად ფიგურირებს 18 ივნისი, როდესაც იგი ბელგრადში უნდა გამოვიდეს. ადრე ემი უაინჰაუსს არა ერთხელ გაუვლია სარეაბილიტაციო კლინიკებში მკურნალობის კურსი ნარკოტიკული დამოკიდებულებისაგან. იგი ასევე მოხვედრილა საავადმყოფოში ფილტვების ემფიზემის ეჭვით. მსოფლიო აღიარება უაინჰაუსს მოუტანა ალბომმა „Back to Black“, რომელიც 2006 წელს გამოვიდა. 2008 წელს კომპოზიცია „Rehab“-სთვის მომღერალმა ხუთი „გრემის“ ჯილდო მიიღო. გახდა რა პრესტიჟული პრიზის მფლობელი, უაინჰაუსმა თითქმის ორი წლით შეაჩერა კარიერა. საგასტროლო მოღვაწეობასა და შემდგომ ალბომზე მუშაობას უაინჰაუსი 2010 წელს დაუბრუნდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2452.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მაისი 2011, 08:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.