ეს საინტერესოა: Google კომერციული საიდუმლოებების მოპარვაში დაადანაშაულეს | მსოფლიოს ამბები | ||
კორპორაცია eBay-მ და მისმა საგადახდო ქვედანაყოფმა PayPal-მა სასამართლოში უჩივლეს კორპორაცია Google-სა და PayPal-ის ყოფილ ორ თანამშრომელს, რომლებსაც კომერციული საიდუმლოს გამხელაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ Reuters იტყობინება. სარჩელი დაკავშირებულია იმასთან, რომ ოსამა ბედიე და სტეფანი ტილენიუსი, რომლებიც ადრე PayPal-ში მუშაობდნენ, მონაწილეობდნენ საგადახდო სისტემა Google Wallet - ის შემუშავებასა და გაშვებაში, რომელიც ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი 2011 წლის 26 მარტს. ტილენიუსი, რომელიც eBay-ში 2001 წლიდან მუშაობდა, Google-ში 2010 წლის თებერვალში გადავიდა, ხოლო დაახლოებით ერთ წელში სამუშაოდ ბედიე აიყვანა, ამგვარად, მოსარჩლის აზრით, eBay-სთან შეთანხება დაარღვია. Google-ის წარმომადგენელმა კომენტარებზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კორპორაციას eBay-ის მხრიდან სარჩელის აღძვრის შესახებ სასამართლო უწყება ჯერ არ მიუღია. სისტემა Google WalletGoogle-მა ბანკ Citigroup-თან, საგადამხდელო სისტემა MasterCard-თან, საკრედიტო ბარათებისა და ქსელური ოპერატორ Sprint-თან თანამშრომლობით გაიშვა. იგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაღაზიებში საყიდლები NFC-ის ჩიპის მქონე სმარტფონების საშუალებით შეიძინონ. ამას გარდა, აღნიშნულ სისტემაში მხარდაჭერილია ბანკ Citigroup-ის MasterCard ბარათები და Google-ის წინასწარგადახდილი ბარათები. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2451.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 მაისი 2011, 08:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.