ეკონომიკა: საინვესტიციო სააგენტო: საპროტესტო გამოსვლებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელვარება | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() ამასთან, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთი ბოჭორიშვილმა, რომელიც ვიზიტით ინდოეთში იმყოფება, „რადიო კომერსანტის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებმა უკვე გამოიწვია ინვესტორთა მღელევარება. მისი თქმით, ინდოეთში მიმდინარე ღვინის ფესტივალზე, რომელსაც სააგენტო აწყობს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვები გაჩნდა. ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, ინვესტორთა შორის არსებობს შიში, თუმცა არც ისეთი მაღალი და სააგენტო სიტუაციის ნეიტრალიზაცის ცდილობს. ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები, ზოგადად, ცუდად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე, რამდენადაც ქვეყანაში არსებულ არასტაბილურობაზე მიუთითებს, შედეგად ინვესტორში სიფრთხილე ჩნდება. ამასთან ერთად, მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ აქციები ყველა ქვეყანაში ტარდება. საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა დაამატა, რომ თუ მოვლენები გაგრძელდება, ეს ცუდად იმოქმედებს როგორც ტურისტების, ისევე ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2449.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 მაისი 2011, 17:48 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.