პოლიტიკა: მინაშვილი განმარტავს, რატომ არ გამოქვეყნდა კომპრომატები მიტინგის დაშლამდე | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აკაკი მინაშვილი ოპოზიციაზე კომპრომატების გამოქვეყნებას მიტინგის დაშლის შემდეგ მოქალაქეებისათვის პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობის მიცემის საჭიროებით განმარტავს. „აქციის მსვლელობაში ჩანაწერების გამოქვეყნება მოქალაქეებისათვის პროტესტის თავისუფალი გამოხატვისა და აქციების ხელის შეშლის მცდელობად იქნებოდა მიჩნეული. თავად ჩანაწერები მხოლოდ ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა არა პოლიტიკას, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ ექსტრემიზმსა და ძალადობას. ამ ადამიანებს ტიპობრივი რუსული მენტალიტეტი აქვთ და მათ ავადმყოფური ამბიციები ამოძრავებს“, - განაცხადა მინაშვილმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ აქციაზე დაფიქსირებული ყველა დარღვევა უნდა გამოიძიოს. მინაშვილს მიაჩნია, რომ „აქციის დაშლის დროს ყველა საერთაშორისო ნორმა დაცული იყო და სპეცნაზის წარმომადგენლებმა ტერიტორიის დატოვების მაქსიმალური შესაძლებლობა მისცეს“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2448.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 მაისი 2011, 17:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.