გარემო: საქართველოში ტურისტებისათვის პრომეთეს მღვიმე გაიხსნა | საქართველოს ამბები | ||
26 მაისიდან იმერეთში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ტურისტებისათვის ახალი ღირსშესანიშნაობა გაიხსნა. პრომეთეს მღვიმე გეორგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელმა ჯაბა ჯიშკარიანმა ჯერ კიდევ 1984 წელს აღმოაჩინა. თუმცა, მნახველებისათვის მღვიმე მხოლოდ ახლა გახსნეს. აქ მოწყობილია სპეციალური მარშრუტი, ბუნებრივი სტალაქტიტები განათებულია, არის ხმოვანი ეფექტებიც კი. ახლა წყალტუბოში რამდენიმე ასეულ ათას ტურისტს ელიან. კეთილმოწყობის სამუშაოებს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ახორციელებდნენ. კიდევ ერთი მღვიმის კომპლექსის - სათაფლიის მოწყობა იმერეთში შარშან განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლებები კიდევ რამდენიმე მღვიმის მოწყობის პირობას დებენ, ასევე აგროტურიზმის განვითარების იმედი აქვთ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2444.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 მაისი 2011, 11:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.