ეს საინტერესოა: ქართველი დიჯეი Tinker ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარებას აპირებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „27 მაისს Dj Tinker 300 ალპინისტისაგან შემდგარი ჯგუფისა და მუსიკალურ აპარატურასთან ერთად აპირებს ავიდეს კავკასიის ქედის ერთ-ერთ მთის მწვერვალზე, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 3500 მეტრია, და შეასრულოს თავისი მუსიკალური კომპოზიციები“, - თქვა კელდიშვილმა. ცოტახნის წინ Dj Tinker-მა უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი - 48 საათის განმავლობაში იგი შეუჩერებლად უკრავდა მუსიკას თბილისის ღამის კლუბში Nightflight. აღნიშნულმა დაწესებულებამ ასევე დაამყარა თავისებური რეკორდი კავკასიის რეგიონში: პირველად ღამის კლუბი მუშაობდა 24 საათის განმავლობაში ორი დღის მანძილზე და ერთი წუთითაც არ დაკეტილა. როგორც ქართული კლუბ „რეკორდის“ ხელმძღვანელმა შოთა კელდიშვილმა მოყვა, დიჯეის მიერ ამ რეკორდის დამყარების შესახებ მონაცემები გინესის რეკორდთა წიგნის შტაბ-ბინაშია გაგზავნილი. იმაზე საუბრისას, თუ როგორ მიმდინარეობდა რეკორდის დამყარების პროცესი, კელდიშვილმა თქვა, რომ ერთ მომენტში დიჯეი ცუდად გახდა, ვინაიდან ძალების შენარჩუნებისთვის ზედმეტად ბევრი ენერგეტიკური სასმელი დალია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, Dj Tinker-მა არ შეწყვიტა დაკვრა და გააგრძელა მუსიკის შესრულება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2440.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 მაისი 2011, 10:45 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.