პოლიტიკა: ბურჯანაძემ არაფერი იცის თავისი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ | საქართველოს ამბები | ||
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ არაფერი იცის თავისი მეუღლის ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელის შესახებ. „სამწუხაროდ, აქციის დაშლის მომენტში ბადრი ჩემ გვერდით არ იმყოფებოდა და ჯერ კიდევ მასზე არაფერი ვიცი“, - განაცხადა ბურჯანაძემ. ამასთან ერთად, იგი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმაზე, რომ ჯიპი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიტანა პოლიციელი, მის მეუღეს არ ეკუთვნოდა. „როგორც უკვე ვთქვი, მიტინგის დაშლის დროს ბადრი ჩემთან ერთად არ იყო და, შესაბამისად, ჩემს ესკორტთან ერთად რუსთაველის პროსპექტს ვერ დატოვებდა. ამას გარდა, მე არასდროს ვმგზავრობ ასეთი დიდი ესკორტით. ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმაზე, რომ ჩემი ესკორტის ბოლო ორი მანქანიდან ერთ-ერთში ჩემი ვაჟი იჯდა. ჩემი ვაჟი ყოველთვის ჩემთან ერთად მგზავრობს“, - განაცხადა ბურჯანაძემ. საქართველოს შსს-ში ასევე არაფერი იციან ბადრი ბიწაძის ადგილსამყოფელის შესახებ. იქ მისი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. საქართველოს შსს-ის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა უტიაშვილის თქმით, „პოლიციელის გატანის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ბიწაძე დაკავებული ჯერ არ არის“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2438.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 მაისი 2011, 09:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.