პოლიტიკა: თბილისის მერიამ ოპოზიციას სხვა ადგილას გადასვლა შეთავაზა | საქართველოს ამბები | ||
თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ, რადიკალური ოპოზიციის ორგანიზატორებს და მომხრეების თავიანთი პროტესტის გასაგრძელებლად სხვა ადგილზე გადასვლა შეთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიის პრესს–სპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, 26 მაისს ცენტრში მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რის გამოც ოპოზიციის აქციის ჩატარება შეუძლებელია. "თბილისის მერია აქციის მონაწილეებს ურჩევს აქცია ვერის, ვაკის, დედაენის პარკში ან სხვა ადგილას ჩაატარონ" - განაცხადა დოლიძემ. დედაქალაქიის მერიისგან აქციის ჩატარების ვადის გასვლის შესახებ გაფრთხილება აქციის ორგანიზატორებმა უკვე მიიღეს ამის შესახებ მიტინზე შეკრებილებს ერთერთმა ლიდერმა დიმა ჯანიანმა განუცხადა, რაზეც შეკრებილებმა ყვირილით განაცხადეს "არა". მანამდე რადიკალების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ არსად წასვლას არ აპირებს. უნდა აღნიშნოს,რომ დღეს, შუა ღამეს, აქციის ჩატარების ვადა იწურება, რომელიც ლიდერების მიერ იქნა მითითებული განცხადებაში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2434.html
| |||
განათავსა - consul | 25 მაისი 2011, 20:03 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.