პოლიტიკა: საქართველო რეიტინგში "Global Peace Index" 8 პუნქტით აიწია | საქართველოს ამბები | ||
ეკონომიკისა და მშვიდობის ავსტრალიური ინსტიტუტის ყველაზე მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების რეიტინგში (Global Peace Index), რომელსაც ორგანიზაცია Vision of Humanity აქვეყნებს, საქართველომ თავისი პოზიციები გააუმჯობესა და 153 ადგილიდან 134-ე დაიკავა, იუწყება “GHN“. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი ქვეყნებს 23 ინდიკატორით აფასებს, როგორებიცაა შიდა და საერთაშორისო კოფლიქტები, საზოგადოების უსაფრთხოება და სხვ. შარშან საქართველო 142-ე ადგილზე იმყოფებოდა. საინტერესოა, რომ წელს უკრაინამ პოსტსაბჭოური სივრცის ზოგიერთ ქვეყანას ბევრად გაუსწრო. წელს იგი 69-ე ადგილზეა. ყაზახეთმა თავისი პოზიციები ორი პუნქტით გააუმჯობესა და 93-ე ადგილი დაიკავა. სომხეთი 109-ე პოზიციაზე, ბელარუსი 112-ე ადგილზე აღმოჩნდა, აზერბაიჯანი - 122-ზე, ხოლო რუსეთი - 147-ზე - ბოლოდან მე-7 ადგილზე. 2011 წელს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნად ისლანდია აღიარეს, რომელმაც ახალ ზელანდიას გაუსწრო. მესამე ადგილზეა იაპონია, მეოთხეზე - დანია, ხოლო მეხუთეზე - ჩეხეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებს რეიტინგში 82-ე ადგილი უკავია, ჩინეთი კი 80-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მშვიდობიმოყვარე ქვეყნების სიის ბოლოშია: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, სუდანი, ერაყი და სომალი, რომელიც ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2433.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 მაისი 2011, 16:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.