პოლიტიკა: თბილისში ქართულ-ებრაული პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ისრაელის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში იტყობინებიან, მოლაპარაკებებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობდა, ხოლო ებრაულ მხარეს - ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილე პინხას ავივი. კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის თემატიკა, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მოვლენები და სხვა მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები განიხილეს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაგრძონ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობათა გაღრმავებასთან დაკავშირებული აქტიური სამუშაო. ებრაულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის უფროსის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ პინხას ავივიმ „ორმხრივი კონსულტაციების ჩატარებაზე საქართველოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2430.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 მაისი 2011, 08:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.