პოლიტიკა: ხუხაშვილი:"ლოგიკურად პროცესი დასრულდა" | საქართველოს ამბები | ||
ექსპერტს გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ირაკლი ოქროაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილებით,პროცესი, რომელიც "სახალხო კრებამ" სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნილებით დაიწყო, დასრულებულია. ამის შესახებ მან "კავკას–პრესთან" საუბრისას განაცხადა. ხუხაშვილის აზრით, როდესაც პოლიტიკოსების განცხადებები და მოქმედებები ერთმანეთს არ შეესაბამება, ისინი ხალხის ნდობას კარგავენ. შესაბამისად, მისი თქმით, აქციის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. "ლოგიკურად პროცესი დასრულდა, იმ შემთხვევაში თუ ლიდერებს რაიმე სიურპრიზები არ აქვთ მომზადებული"–აღნიშნა ხუხაშვილმა. დღეს, "საქართველოს პარტიის" ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირაკლი ოქროაშვილმა საქართველოში დაბრუნება გადაიფიქრა. შეგახსნებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, მან სამშობოლოში დაბრუნება არა ერთხელ დააანონსა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2429.html
| |||
განათავსა - consul | 25 მაისი 2011, 08:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.