პოლიტიკა: ნატომ ტრიპოლის ყველაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელა | მსოფლიოს ამბები | ||
სამშაბათს ღამით ნატოს ძალებმა ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ტრიპოლის ყველაზე მასშტაბური დაბომბვა განახორციელეს, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 დაიჭრა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ლიბიის მთავრობის წარმომადგენლის მუსა იბრაჰიმის თქმით, ნატოს სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაახლოებით 20 ავიადარტყმა განახორციელეს, მათ შორის ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის რეზიდენციის, ასევე იმ სასტუმროების ტერიტორიებზე, სადაც უცხოელი ჟურნალისტები ცხოვრობენ. კადაფის რეზიდენციის დაბომბვას უკვე არა ერთხელ ჰქონია ადგილი. ამასთან ნატო ირწმუნება, რომ ჯამახირიის ლიდერის სიკვდილი არ სურს. თუმცა, ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის შედეგად კადაფის შვილი და სამი შვილიშვილი დაიღუპა. ლიბიაში სამხედრო ოპერაცია 17 მარტს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების შემდეგ დაიწყო. იმ დროიდან ნატოს ძალების თავდასხმების გამო რამდენიმე ასეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ორშაბათს, 23 მაისს, ინგლისმა და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ ლიბიაში გააგზავნიან ვერტმფრენებს, რომლებიც გამოყენებული იქნება უფრო ზუსტი ავიადარტყმებისთვის, რომლებსაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის რაოდენობის შემცირება შეუძლია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2425.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 მაისი 2011, 07:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.