aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რევოლუციის ალბათობის შესახებ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ქართულმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ხალხის იმ რაოდენობის შეგროვება, რომელიც საკმარისი იქნებოდა თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადასაყენებლად. ამის შესახებ 23 მაისს გამოცემა „ასავალ-დასავლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თქვა.



„შარშან 26 მაისს ოპოზიციამ დაახლოებით 60 ათასი ადამიანის შეგროვება მოახერხა, მაგრამ ამის შემდეგ ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოების შეშინება, და დღეს ის აქტიურობა აღარაა. ჯერჯერობით ხელისუფლებისადმი შიში რევოლუციურ მუხტზე უფრო ძლიერია“, - მიაჩნია მას.


რევოლუციურ განწყობას არც ოპოზიციურ ბანაკში ერთიანობის არარსებობა უწყობს ხელს, თქვა ასევე შევარდნაძემ. „ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის გაერთიანება ოპოზიციის გაერთიანების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - თქვა მან.


ექს-პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლობის შენობასთან კვირის ინციდენტი დაგმო, როდესაც პოლიციის ავტომანქანზე მომიტინტეთა თავდასხმის შემდეგ პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადები გაზი გამოიყენა. „ეს დაუშვებელია, ვინაიდან არანაირი ხელისუფლება არ ღირს სისხლისღვრად“, - თქვა მან.


შევარდნაძის თქმით, ასეთ სიტუაციაში იგი გადადგებოდა, მაგრამ სააკაშვილი „ბოლომდე წავა და თავის თანამდებობას არ დათმობს“.


ქართული რადიკალური ოპოზიცია უკვე მესამე დღეა, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით მიტინგებს ატარებს. ოპოზიციის დასახმარებლად თბილისში სააკაშვილის ყოფილი თანამოსანგრე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ჩამოვიდეს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ქართული მართლმსაჯულებისაგან საზღვარგარეთ იმალება.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2421.html
განათავსა - Drakula | 23 მაისი 2011, 16:16 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: შევარდნაძე საქართველოში რევოლუციის ალბათობის შესახებ" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 29 სექტემბერი 2024
  • English Georgian