პოლიტიკა: ნინო ბურჯანაძე: საქართველოს პრეზიდენტი 25 მაისს გადადგება | საქართველოს ამბები | ||
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25 მაისს გადადგება, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, სწორედ 25 მაისია გადამწყვეტი დღე და სწორედ ამ დღეს დასრულდება სააკაშვილის რეჟიმი. „არაღირსეული მთავარსარდალი აღლუმის მშვიდობიანად მიღებას ვერ შეძლებს. ჩვენი მოქმედებები უკიდურესად მშვიდობიანი იქნება, კონსტიტუციის ფარგლებში და საქართველოს ინტერესთა ფარგლებში. მანამდე კი აუცილებელია იმ კერის შენარჩუნება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთანაა და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს პოზიცია, არამედ პირიქით, უნდა განვამტკიცოთ იგი“, - თქვა ბურჯანაძემ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2420.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 მაისი 2011, 16:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.