მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბრიტანელებმა ტელეფონის საშუალებით საყიდლების განხორციელების შესაძლებლობა მიიღეს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() უკონტაქტო საგახადო მობილური სისტემა სახელწოდებით Quick Tap ამ ეტაპზე 15 ფუნტ სტერლინგამდე ოდენობის თანხის საქონლის შეძენის საშუალებას იძლევა. ამას გარდა, სისტემას ჯერ რამდენიმე რიტეილერი შემოუერთდა: მათ შორისაა კაფეების - McDonald's-ის, EAT-ის, Pret-a-Manger-ის ქსელები, ასევე Boots-ის ქსელის ზოგიერთი მაღაზია. ამა თუ იმ საქონლის შესაძენად საკმარისია მობილური ტელეფონის სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებულ ახლო რადიოკავშირის მოდულთან მიტანა, რომელიც ტექნოლოგია Near Field Communication (NFC)-ზე მუშაობს. როგორც Marketing Weekწერს, სისტემა Quick Tapგადასახდელ თანხას ჩამოწერს ტელეფონის SIM-ბარათში არსებული ჩიპის საშუალებით. SIM-ბარათი უკავშირდება მომხმარებლის ექაუნთს Barclaycard-ში, Barclays-ში ანOrange-ში. შემდგომი საყიდლებისთვის სისტემის აქტივირება მომხმარებელს შეუძლია თავის ტელეფონზე სპეციალური დამატების გაშვებითა და დაცული PIN-კოდის შეყვანით გადახდის დადასტურებით. ტელეფონი ასევე NFC-ის ჩიპით უნდა იყოს აღჭურვილი. მიმდინარე წლის იანვარში იტყობინებოდნენ, რომ NFC-ის მოდული სმარტფონ iPhone-ისა და iPad-ის ახალ ვერსიებში დაყენდებოდა. 2008 წლიდან Nokia უშვებს ტელეფონებს მსგავსი ჩიპით. ამ ტექნიკის მხარდაჭერა სმარტფონ Google Nexus S-საც აქვს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2414.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მაისი 2011, 13:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.