კრიმინალი: დაკავებულია ქალბატონი, რომელიც აშშ-ის „ეროვნული საკუთრების“ გაყიდვას ცდილობდა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() რივერსაიდის ოლქის (კალიფორნიას შტატი) შერიფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი ლოს-ანჟელესის სამხრეთ-აღმოსავლეთით 112-ე კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. მისი სახელი არ ხმაურდება. ქალბატონი დაიჭირეს, როდესაც იგი ფასის თაობაზე შეთანხხმდა „მყიდველთან“, რომელიც NASA-ს ერთ-ერთი თანამშრომელი გახლდათ. შემდეგ მან ამოიღო ქვა, რათა ეჩვენებინა იგი. ჯერჯერობით დაკავებულის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ არის წამოყენებული. როგორც NASA-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ნამდვილად არის თუ არა ეს მთვარის ქვა, ცნობილი არაა. თუმცა უახლოეს პერიოდში სპეციალისტები ამ საკითხის გარკვევას შეეცდებიან, ასევე იმის დადგენას, როგორ ჩაიგდო ხელში ეს ქვა ქალბატონმა. აშშ-ში მთვარის ქვები ეროვნულ საკუთრებად არის მიჩნეული და მათი გაყიდვა აკრძალულია. რიჩარდ ნიქსონმა თავისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ქვეყნის ყველა შტატის ხელისუფლებებსა და მსოფლიოს 136 სახელმწიფოს მთვარის ქვის თითო-თითო ნიმუში აჩუქა. თუმცა, ბოლო აღრიცხვის მონაცემებით, აშშ-ის უკვე ათ შტატში და 90-ზე მეტ სახელმწიფოში კოსმოსური ქვის საკუთარი ნიმუშები ვერ დაითვალეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2413.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მაისი 2011, 13:22 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.