სპორტი: 34 წლის ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნაკრებში დაბრუნდება | მსოფლიოს ამბები | ||
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი, ბრაზილიელი რონალდო ქვეყნის ნაკრებში ერთი მატჩისთვის დაბრუნდება. რონალდო ეროვნული გუნდისთვის დასამშვიდობელ თამაშს 2011 წლის 7 ივნისს ჩაატარებს. 34 წლის ფორვარდი მოედანზე რუმინეთთან მეგობრულ მატჩში გამოვა. ბრაზილიელთა მთავარი მწვრთნელის მანო მენეზესის თქმით, რონალდო პირველ ტაიმში რამდენიმე წუთს ითამაშებს. ამის შესახებ იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა Supersport.com. სულ მენეზესმა ნაკრებში 28 ფეხბურთელი მოიწვია. ისინი რუმინეთთან თამაშისთვის, ასევე ჰოლანდიასთან მატჩისთვის მოემზადებიან, რომელიც 4 ივნისს შედგება. შემადგენლობაში შესულია სამი ახალბედა: „ფლუმინენსეს“ ფორვარდი ფრედი, „კრუზეიროს“ მეკარე ფაბიო და „ფლამენგოს“ ნახევარმცველი ტიაგო ნევესი. რონალდომ ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატში 1994 და 2002 წლებში გაიმარჯვა, ამასთან 2002 წლის ჩემპიონატზე საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 1996, 1997 და 2002 წლებში ფიფამ ბრაზილიელი წლის საუკეთესო ფეხბურთელად ამოირჩია, 1997 და 2002 წლები იგი „ოქროს ბურთით“ დააჯილდოვეს, იმავე 1997 წელს კი - „ოქროს ბუცით“. თავისი კარიერის მანძილზე ფორვარდი თამაშობდა „ბარსელონაში“, მილანის „ინტერში“ და მადრიდის „რეალში“. 2008 წელს რონალდო ბრაზილიური „კორინტიანსისთვის“ გამოდიოდა და ამ კლუბისთვის თამაშს 2011 წლის ბოლომდე გეგმავდა, თუმცა თებერვალში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. რონალდომ თქვა, რომ „მეტი თამაში აღარ შეუძლია“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2411.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 მაისი 2011, 13:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.