პოლიტიკა: ბაქრაძე: რუსეთი შესაძლოა სხვა ქვეყნების საზღვრების შეცვლასაც შეეცადოს | საქართველოს ამბები | ||
პარლამენტის სპიკერის დავით ბაქრაძის თქმით, თუ რუსეთს საქართველოს საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლია, მაშინ ისიც შესაძლებელია,რომ მან სხვა ქვეყნების საზღვრების შეცვლაც სცადოს. ამის შესახებ, მან სასტუმრო "რედისონში" საპარლამენტო ფორუმის მიმდინარეობისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისიდან 30 კილომენტში რუსეთის ტანკები დგას, რაც ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალების მეშვეობით პროცეზებზე ზეგავლენის მოხდენის, პირველი მცდელობაა. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი რისკია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ეს ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ძალების მეშვეობით პროცეზებზე ზეგავლენის მოხდენის, პირველ მცდელობაა. თუ ეს პრეცედენტი საქართველოში მოხდა, მაშინ რუსეთი რატომ არ შეეცდება, იგივე სხვა სახელმწიფოებთანაც გაიმეოროს? თუ რუსეთს შეუძლია ძალების მეშვეობით შეცვალოს საქართველოს საზღვრები, მაშინ შესაძლებელია, იგი შეეცადოს ეს სხვა სახელმწიფოებთანაც გააკეთოს"–აღნიშნა პარლამნეტის სპიკერმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2409.html
| |||
განათავსა - consul | 20 მაისი 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.