პოლიტიკა: დემოკრატიის საპარლამენტო ფორუმმა დეკლარაცია მიიღო | საქართველოს ამბები | ||
დემოკრატიის საპარლამენტო ფორუმმა, რომელიც სასტუმრო "რედისონში" ჩატარდა, თბილისის დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეა საუბარი, ხელი ფორუმის მონაწილეებმა მოაწერეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროპის ყოფილმა ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და დეპუტატებმა კიდევ ერთხელ განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და მოითხოვეს რუსეთის ჯარების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან გაყვანა. "ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ რეფორმების გზა გააგრძელა. ეს საქართველოსთვის ერთგვარი დავალებაა, რომ მან მთელი მსოფლიო დაარწმუნოს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და პროდასავლური ქვეყანაა"–განაცხადა საპარლამენტო ფორუმის პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა. დეკლარაციის მიღების შემდეგ მონაწილეებმა სამახსოვროდ სურათები გადაიღეს. ფორუმის ოფიციალური ნაწილის დასრულდების შემდეგ, მონაწილეებისათვის კულტურული ტურია ორგანიზებული. ისინი თბილისის მუზეუმს ესტუმრებიან და მცხეთის სანახაობებს დაათვარიელებენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2408.html
| |||
განათავსა - consul | 20 მაისი 2011, 18:49 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.