პოლიტიკა: ბაქრაძე–საქართველოს მთავარი გამოწვევა კორუფიცია იყო და ჩვენ ის გადავლახეთ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მთავარი გამოწვევა კორუფიცია იყო და ჩვენ ის გადავლახეთ. ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საპარლამენტო ფორუმზე გააკეთა, რომელიც სასტუმრო "რედისონში" ჩატარდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, "ვარდების რევოლუციამდე", 10 წლის განმავლობაში საქართველოში "გარკვეული" თავისუფალი სიტყვა არსებობდა, თუმცა მთავარი მტერი საქართველოს წინ წასვლისა და განვითარების კორუფიცია იყო და საზოგადობაც კლანურ პრინციპებზე იყო აგებული. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ,–კორუფციული სისტემა დავანგრიეთ, რომელიც საქართველოს განვითარებას აფერხებდა და რასაც მოსახლეობის 70% ადასტურებს"–განაცხადა დავით ბაქრაძემ. ასევე, მას მიაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის მოქმედებებიც, რომლებსაც რევოლუციის შემდეგ ხელისუფლება ახორციელებს. მისი თქმით, შესაძლებელია ითქვას, რომ საქართველომ დემოკრატიას მიაღწია, რამდენადაც დემოკრატია მუდმივი პროცესი და პროგრესია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2406.html
| |||
განათავსა - consul | 20 მაისი 2011, 18:42 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.