სპორტი: ქართველი ძიუდოისტები მობილური ტელეფონის ქურდობისა და ჩხუბისთვის დისკვალიფიცირებულები არიან | საქართველოს ამბები | ||
ოთხი ქართველი ძიუდოისტის წინააღმდეგ, ქურდობისა და შეუსაბამო ქცევისთვის, მკაცრი სანქციები იქნება შემოღებული, სამუდამო დისკვალიფიკაციის ჩათვლით, იუწყება „GHN“. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრანპრის ფარგლებში, რომელიც ბაქოში გაიმართა, ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელს მობილური ტელეფონი მოპარა. კერძოდ, ქურდობაში ბრალს დებენ სპორტსმენს ნოდარ მეტრეველს. მოსამართლის ცემისთვის იოსებ წულაურია დაკავებული. დისციპლინის დარღვევისთვის ასევე დასჯილები არიან ვანო დავითაშვილი და აჩიკო შინჯიკაშვილი. საქართველოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გამოტანილი ვერდიქტი საკმაოდ მკაცრია: ნოდარ მეტრეველმა და იოსებ წულაურმა სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2405.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 მაისი 2011, 18:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.