aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 ეს საინტერესოა: ამერიკელმა გოგონამ აუქციონზე ორი წლის და გაიტანა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
მიჩიგანის შტატის მაცხოვრებელმა, 19 წლის ოტემ ბრედენმა ონლაინ-აუქციონზე თავისი უმცროსი ორი წლის და გაიტანა.



ამის შესახებ იუწყება The Grand Rapids Press. როდესაც უჩვეულო ლოტის შესახებ ადგილობრივი პოლიციისთვის გახდა ცნობილი, გოგონას სახლში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ, რათა გაერკვიათ, რატომ გადაწყვიტა მან ბავშვის გაყიდვა.


პოლიციელებთან საუბრისას ოტემმა ახსნა, რომ სინამდვილეში რეალური ვაჭრობის მოწყობასა და ორი წლის დის გაყიდვას არ აპირებდა. მისი თქმით, მას უბრალოდ აინტერესებდა, როგორ ფუნქციონირებს eBay.


ამისთვის ბრედენმა ონლაინ-აუქციონზე თავისი პატარა დის ფოტოსურათი განათავსა, დანიშნა ათასი დოლარის ოდენობის ფიქსირებული ფასი და თანმხლები განცხადება დაწერა. გოგონამ და აღწერა, როგორც მომხიბვლელი ბავშვი, რომელთანაც მხიარულად შეიძლება დროის გატარება.


საიტზე ბავშვის გაყიდვის განცხადება რამდენიმე საათი იმყოფებოდა - რომელიღაც მნახველმა უპასუხა მას და მაშინვე შეატყობინა პოლიციას ლოტის თაობაზე. ამასთან, თავად ბრედენმა მოყვა, რომ განცხადება მისი დის ყიდვის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე წაშალა.


ადგილობრივ პოლიციაში მიაჩნიათ, რომ გოგონა ნამდვილად არ აპირებდა უმცროსი დის გაყიდვას, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ბრედენს eBay-ის სტუმრებისაგან ფულის გამოძალვა ჰქონდა განზრახული. ოტემმა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებდა რაიმე კანონსაწინააღმდეგოს გაკეთებას.


თავის მხრივ, eBay-ზე აღნიშნეს, რომ ონლაინ-აუქციონზე ადამიანების გაყიდვა მკაცრად არის აკრძალული და ამჟამად საიტის წარმომადგენლები პოლიციასთან თანამშრომლობენ, რომელიც ბავშვის გაყიდვის სახუმარო მცდელობის შემთხვევას იძიებს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2402.html
განათავსა - Drakula | 20 მაისი 2011, 09:19 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: ამერიკელმა გოგონამ აუქციონზე ორი წლის და გაიტანა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian