aspurcela.ge
უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

 ეს საინტერესოა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნიანგებმა არჩევნების ჩატარებას შეუშალეს ხელი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენლებმა ნიანგების გამო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთ დაშორებულ რაიონში განლაგებულ საამომრჩევლო უბანში დროულად მისვლა ვერ შეძლეს. ამის შესახებ იტყობინება სამხრეთ აფრიკული პორტალი News24.



ინციდენტს მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ლიმპოპოს პროვინციის ერთ-ერთი საამომრჩევლო უბნისკენ მიემართებოდნენ, მდინარე მპუმალანგას ფორსირება დასჭირდათ. მდინარეში ნიანგების დიდი რაოდენობის გამო მისი გადაკვეთა ჩვეულებრივი ჯიპით უსაფრთხო არ არის. საამომრჩევლო კომიტეტის წარმომადგენლებს მოუწიათ, დახმარება ეთხოვათ სამხედროებისაგან, რომლებმაც მათ სპეციალური დაცული სატრანსპორტო საშუალება შეთავაზეს. სამხედრო მანქანით მოხელეებმა შეძლეს მდინარის გადაკვეთა და არჩევნების ადგილას მისვლა.


ნიანგების მიერ გამოწვეული დაყოვნების გამო, საამომრჩევლო უბანი, სადაც კომისიის წევრები მიდიოდნენ, მხოლოდ დილის 9 საათზე გაიხსნა - არჩევნების ოფიციალური დაწყების შემდეგ ორი საათის დაგვიანებით.


საამომრჩევლო კომისიის წარმომადგენელთა თქმით, ყველა დარეგისტრირებული ამომრჩეველი საამომრჩევლო უბნის მუშაობის ვადების შეცვლის შესახებ გააფრთხილეს.


ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნები სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე 18 მაისს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, მმართველი აფრიკული ეროვნული კონგრესის წარმომადგენლებმა ხმათა 60 პროცენტი დააგროვეს. ძირითად ოპოზიციურ პარტიას - დემოკრატიულ ალიანსს - ამომრჩეველთა 26 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2398.html
განათავსა - Drakula | 20 მაისი 2011, 09:14 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნიანგებმა არჩევნების ჩატარებას შეუშალეს ხელი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია


											ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian