aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 ეკონომიკა: Nokia-ს მდგომარეობა მობილური ტელეფონების გაყიდვების ბაზარზე ძლიერ შეირყა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
2011 წლის პირველ კვარტალში Nokia-ს წილმა მობილური ტელეფონების ბაზარზე 25 პროცენტი შეადგინა.
წლის განმავლობაში იგი 5.5 საპროცენტო პუნქტით, ანუ 18 პროცენტით შემცირდა, ნათქვამია ანალიტიკური კომპანია Gartner-ის ანგარიშში.



პოპულარული მწარმოებლების სიაში მეორე და მესამე ადგილები სამხრეთკორეულ Samsung-სა და LG-ის უკავიათ, რომელთა წილი 2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა. ახლა Samsung ბაზრის 16.1, ხოლო LG – 5.6 პროცენტს იკავებს.


სულ იანვარ-მარტში მთელ მსოფლიოში 427.8 მილიონი ახალი მობილური ტელეფონი გაიყიდა. შედარებისათვის, ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 359.6 მილიონს შეადგენდა. ამგვარად, წლის განმავლობაში ბაზრის მოცულობა 19 პროცენტით გაიზარდა.


ამასთან, ათი უმსხვილესი მწარმოებლიდან ოთხმა წარმომადგენელმა (Nokia, LG, Motorola დაSony Ericsson) 2011 წლის პირველ კვარტალში იმაზე ნაკლები მობილური ტელეფონი გაყიდა, ვიდრე ერთი წლის წინ.


თავის მხრივ, უდიდესი ზრდა Apple-მა აჩვენა, რომელმაც სმარტფონების - iPhone-ბის გაყიდვების ორჯერადი ზრდის მიღწევა შეძლო: 8.3-დან 16.9 მილიონ ცალამდე. მობილურების მწარმოებელთა შორის Apple მეოთხე ადგილზეა 3.9 პროცენტიანი წილით, უსწრებს რა HTC-ს, Motorola-სადაSony Ericsson-ს. არსებითი ზრდა ასევე ტაივანურმა HTC-მ აჩვენა: ამ კომპანიაში მობილური ტელეფონების გაყიდვების მოცულობა 2.8-ჯერ გაიზარდა: 3.4-დან 9.3 მილიონ ცალამდე.


მობილური ტელეფონების გაყიდვების გარდა, Gartner-მა სმარტფონების ბაზრის გამოკვლევაც ჩაატარა. ასე, ანალიტიკოსებმა გაარკვიეს, რომ იანვარ-მარტში 100 მილიონზე მეტი სმარტფონი გაიყიდა, ხოლო წინა წელთან შედარებით ზრდამ 85 პროცენტი შეადგინა.


ყველაზე პოპულარული მობილური პლატფორმები გახდა Android(36 პროცენტი), Symbian(27.4 პროცენტი), iOS (16.8 პროცენტი) და BlackBerry(12.9 პროცენტი). ოთხი პლატფორმის ჯამობრივი წილი 93 პროცენტს შეადგენს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2397.html
განათავსა - Drakula | 20 მაისი 2011, 09:13 | ახალი ამბები »
 

"ეკონომიკა: Nokia-ს მდგომარეობა მობილური ტელეფონების გაყიდვების ბაზარზე ძლიერ შეირყა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 01 ოქტომბერი 2024
  • English Georgian