საზოგადოება: სურსათის სააგენტო: „მაკდონალდსის“ პროდუქციაში საგანგაშო არაფერია | მსოფლიოს ამბები | ||
„მაკდონალდსის“ საერთაშორისო სკანდალთან დაკავშირებით საქართველო არანაირ რეაგირებას არ აპირებს. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ასობით ექიმმა „მაკდონალდსის“ მავნე საკვების ბავშვებისათვის აკრძალვა მოითხოვეს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით მედიცინის 550-ზე მეტმა მომუშავემ „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობის მისამართით ღია წერილს მოაწერა ხელი, რომელშიც ბავშვთა მენიუდან მავნე საკვების ამოღებას მოითხოვდა. საპასუხო წერილში ქსელის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ სრული სერიოზულობით ეკიდება ბავშვთა კვებას და ბავშვებისთვის გათვალისწინებული მენიუ ხარისხიანი და მრავალფეროვანია. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ოფიციალური არ არის. მათი თქმით, საქართველო ევროკავშირის სასწრაფო განგაშის სისტემაშია გაერთიანებული და ამა თუ იმ პროდუქტთან დაკავშირებული საფრთხის შემთხვევაში ისინი შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ. სააგენტოში აცხადებენ, რომ წინა წლებში „მაკდონალდსი“ რამდენჯერმე გადამოწმდა, მაგრამ არაფერი საგანგაში არ აღმოჩენილა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2394.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მაისი 2011, 19:57 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.