პოლიტიკა: ილარიონივი: 3–წლიანი ტყუილის შემდეგ მედვედევმა სიმართლის მსგავსი რამ მაინც თქვა | საქართველოს ამბები | ||
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, 3–წლიანი ტყუილის, 2008 წლის ომის შემდეგ, სიმართლის მსგავსი რამ მაინც თქვა. ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი ილარიონოვმა განაცხადა, როდესაც პრეზიდენტ მედვედევის გუშინდელ განცხადებაზე აკეთებდა კომენტარს. კერძოდ,მედვედევმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, რადგან საშუალება მიეცათ თავისი ძალის შეგრძნების. "მედვედევი წყნარად მიუახლოვდა ამ თემას, რაც უკვე ყველა დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ იქნა აღიარებული. კერძოდ, ის, რომ რუსეთმა ამ ომისთვის მზადება გასული საუკუნის 90–იან წლებში დაიწყო და 2003 წელს მასშტაბიან მზადებაზე გადავიდა. მზადება ყველა მიმართულებით მიმდინარეობდა, სამხედრო–დიპლომატიური და პროპაგანდური მიმართულებით" - განაცხადა ილარიონოვმა. ილარიონოვმა აღნიშნა, რომ მედვედევი ამ თემაზე ჟურნალისტებთან 2 წლის წინათაც ლაპარაკობდა. "ის იხსენებდა როგორ იჯდა ვოლგის სანაპიროსთან და მოთმინებით ელოდებოდა, როდის დაიწყებოდა სროლა, რათა იარაღი მთელი მასშტაბით გამოეყენებინათ. მას რეალურად არ აინტერესებდა არც ოსეთის მოქალაქეების და არც რუსეთის მშვიდობისმყოფელების სიცოცხლე არ აინტერესებდა. მას არც ადამიანების სიცოცხლე ანიტერესებდა, მის ინტერესებში შედიოდა სიკვდილი და გვამები, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა ისინი პროვოცირებული ომის დასაწყებად გამოეყენებინა"–აღნიშნა ანდეი ილარიონოვმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2389.html
| |||
განათავსა - consul | 19 მაისი 2011, 16:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.