ეს საინტერესოა: საქართველოს პრეზიდენტი უკრაინული არხის ახალი პროექტის პირველი სტუმარი გახდება | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ახალი პროექტის სტუმრებთან წამყვანი ისაუბრებს მათი ცხოვრების წარმატებაზე, მიღწევებზე, წესებსა და ვითარებებზე. ყოველ პროგრამაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სტუმარი, რომელთაც საერთო ისტორია აკავშირებთ. „მოვიდა დრო, ტელევიზიაში ახალი ინტონაცია მოვნახოთ - ინტონაცია გულწრფელი და ჩაფიქრებული საუბრისა საზოგადოებრივი აზრის ჭეშმარიტ ლიდერებთან და პირველ აღმომჩენებთან. ვფიქრობ, რომ ახლა ეკრანზე ასეთი პროდუქტის უკმარისობაა და ჩვენ მაყურებელთა დადებითი გამოხმაურების იმედი გვაქვს“, - მიაჩნია ტკაჩენკოს. „სტუმრებთან ურთიერთობა შეიძლება სტუდიის ფარგლებს გარეთ გადიოდეს. კერძოდ, ზოგიერთი ეპიზოდი წინასწარ იქნება გადაღებული: გმირებთან სახლში, საწვრთნელ მოედანზე ან საკონცერტო კულისებში“, - ნათქვამია პროექტის აღწერაში. ამჟამად ტელეარხ „1+1“-ს უკრაინულ ტელეკომპანიებს შორის რეიტინგის მიხედვით მეორე ადგილი უკავია. ახალი პროექტის ავტორები პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით მრავალ ცნობილ პიროვნებასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2386.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 მაისი 2011, 10:41 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.